Microsoft დამფუძნებელს, ბილ გეიტსს სამი შვილი: ჯენიფერი, რორი და ფიბი ჰყავს.
შვილები სიამაყით შეხვდნენ მამის გადაწყვეტილებას – საკუთარი ქონებიდან 89 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებას მოახმაროს.
გეიტსის უფროსი შვილი, ჯენიფერი სტენფორდში სწავლობს და საცხენოსნო სპორტით არის გატაცებული. ჯენიფერის პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებული არ არის – ის ეგვიპტელ ნაელ ნასსარს ხვდება. წყვილმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნო.
გეიტსის უმცროსი შვილი, 15 წლის ფიბი სიეტლში, კერძო სკოლაში სწავლობს. მშობლები ფიბის სწავლაში წელიწადში 33 ათას დოლარს იხდიან. გეიტსების ერთადერთმა ვაჟმაც სიეტლის იმავე კერძო სკოლაში მიიღო განათლება.
ცნობილია, რომ ბილ გეიტსის შვილები მამის ქველმოქმედებით ძალიან ამაყობენ.
Amazon დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსსა და მის მეუღლეს, მაკენზის 4 შვილი ჰყავთ: სამი ვაჟი და ნაშვილები გოგონა ჩინეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსის ქონება 96 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, “მათი ოჯახი უბრალო და ძალიან მოყვარულია”, წერს უცხოური პრესა.
რაც შეეხება განათლებას, მილიარდერის მეგობარი, დენი ჰილსი აღნიშნავს რომ წყვილი ამ საკითხს საკმაოდ არატრივიალურად უდგება: ბავშვებს შეუძლიათ სამეცნიერო ექსპერიმენტის სამზარეულოში ჩატარება, ეუფლებიან სინგაპურის პროგრამას მათემატიკაში და ძალიან უყვართ მეზობლის ბავშვებთან თამაში.
ფოტომასალა: ბილ და მელინდა გეიტსების ოჯახი.
კომენტარები