მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. სააკაშვილი წერს, რომ მათი სურვილია პოლიტიკური პროცესები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართოს.
„გამოვაცხადე შიმშილობა, მე მათ ვაჩვენე როგორ შეუძლიათ იცხოვრონ პრეზიდენტებმა და მე ვაჩვენებ როგორ მოკვდებიან პრეზიდენტები, თუ ეს საქმისთვის საჭირო იქნება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სასაცილო და სამარცხვინოა, როდესაც პროცესი, რომლითაც მთელი მსოფლიო ინტერესდება, ატარებენ 10 კვადრატული მეტრის დარბაზში. ეს არის ახალი უკრაინა? ეს არის გამჭვირვალობა?
მე შეიძლება მამყოფონ გალიაში, მაგრამ ხალხის გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ექსცესები და შეტაკებები, არ გვჭირდება დესტაბილიზაცია, ჩვენ გვინდა პოლიტიკური პროცესები დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ევროპულ სახელმწიფოში, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს“,-წერს სააკაშვილი.
კომენტარები