NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სექსუალური შევიწროება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს“

„სექსუალური შევიწროება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს“

10 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 753 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული მსვლელობას ეხმაურება. სახალხო დამცველი აპარატი განცხადებას ავრცელებს.

 „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ –  „არ დავთმოთ ღამე” და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხისადმი საზოგადოების ფართო დაინტერესებასა და სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. სტერეოტიპული დამოკიდებულება და რეაგირების მექანიზმის არარსებობა პრობლემას უფრო მასშტაბურს ხდის. კრიტიკულად დაბალია შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს რატიფიცირებული ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ” პირდაპირ ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციას, სარატიფიკაციო პაკეტში აღნიშნული საკითხი ვერ მოხვდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სექსუალური შევიწროების დეფინიციისა და მასზე რეაგირების პროცედურების დადგენის მიზნით. ამასთან აუცილებელია ხელი შეეწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პრევენციის სხვა ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოქმედებს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი. ამ ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველი პირველი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციას და შესაბამისი რეაგირების პროცედურულ წესს ადგენს. ამასთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე განთავსებულია ელექტრონული სასწავლო კურსი დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს დაინტერესებულ პირებთან, დაეხმაროს კერძო და საჯარო უწყებებს სექსუალური შევიწროების რეგულაციების შემუშავებასა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ამასთან, კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევებს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ოფისებს, მიაწოდონ ინფორმაცია ელექტრონულად ან ცხელი ხაზის 1481 მეშვეობით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი ქალთა მიმართ შევიწროვება 2017-12-10
Tags ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი ქალთა მიმართ შევიწროვება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

შემდეგი სტატია

სააკაშვილის მხარდამჭერები შევჩენკოს პარკთან იკრიბებიან

მსგავსი სტატიები

გრიპის ვირუსის 162 დადასტურებული შემთხვევა – სკოლებსა და ბაღში შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

გრიპის ვირუსის 162 დადასტურებული შემთხვევა – სკოლებსა და ბაღში შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

08 იან 2019
როცა სასამართლო დაასრულებს მერე ვიმსჯელოთ, რომელმა გამომძიებელმა შეუწყო გაჭიანურებას ხელი – ვოლსკი კალანდიას დაკავებაზე

როცა სასამართლო დაასრულებს მერე ვიმსჯელოთ, რომელმა გამომძიებელმა შეუწყო გაჭიანურებას ხელი – ვოლსკი კალანდიას დაკავებაზე

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2019

ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

13 სექ 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge