„ახალი მემარჯვენეების ლიდერი“ მამუკა კაციტაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
„ბევრი რამით გავს 2003 წლის მოვლენები ახლანდელ სიტუაციას, ისევ ქუჩა, ისევ სააკაშვილი, ისევ ეგზალტირებული ხალხი, ისევ დახსნის ინსცენირებები, მაშინ ვარდი, ახლა ბორკილი, ფსიქოლინგვისტური თემატიკები და ა.შ.
ეს არის სააკაშვილი, ეს არის მისი ხელწერა, ეს წაკითხული, მაგრამ წაკითხულია ვიღაცის მიერ და ვიღაც პირველად კითხულობს. სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხოველი, მან თავისი ცხოვრება ამ ფორმით იარა საქართველოშიც, უკრაინაშიც და სანამ პოლიტიკაში იქნება, ის ამ ფორმით გააგრძელებს, შესაბამისად მას ამ რინგზე უნდა მოუგო და არა კონსტიტუციით და კანონით“,-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
კომენტარები