NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ვიწყებთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით“

„ვიწყებთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით“

09 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი 787 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. განცხადება ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის სხდომის შემდეგ გაავრცელა.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა. ამგვარი  ქმედება განსაკუთრებით  აღმაშფოთებელია  ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობისა და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე.

ის  სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა,  კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისაა შეთხზული.

მოქალაქეობის  ჩამორთმევიდან  დაპატიმრებამდე განხორციელებული უკანონო ქმედებები მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის, ნეიტრალიზებას ემსახურება, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. აშკარაა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს სურთ  პოლიტიკური ბრძოლის ველს ჩამოაშორონ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი.

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისგან შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან.

ჩვენ მკაფიო პოზიციაზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავალი, ასევე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული ტენდენციების შეჩერება.

თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპატიმრებებითა და ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა.  მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პოზიცია თავისუფალი სამყაროს ყველა  ლიდერმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს.

მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია.  ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და  შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისულფლება მიიღებს  სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამავდროულად, ვიწყებთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და ყველა პოლიტიკურ პატიმარს“,-ნათქვამია განცხაებაში.

კომენტარები

ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილი ხელმოწერები 2017-12-09
Tags ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილი ხელმოწერები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ღარიბაშვილი საკანში შემოთავაზებით იყო შემოსული“

შემდეგი სტატია

შსს-მ შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოიღო

მსგავსი სტატიები

სასამართლოს რეფორმის საკითხზე 5-დღიანი შეხვედრიდან ანა დოლიძემ მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე

სასამართლოს რეფორმის საკითხზე 5-დღიანი შეხვედრიდან ანა დოლიძემ მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2019

„სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს“

16 იან 2018
შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

26 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge