თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, მასთან საკანში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო შესული. ახალაიას თქმით, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მან არაერთი უსინდისო შემოთავაზება მიიღო, თუმცა მისი მხრიდან ყოველთვის იყო ღირეული პასუხი. ამის შესახებ ახალაიამ „რუსთავი2“ -ის ეთერში, ე.წ. მატროსოვის ციხიდან სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაუბრა.
„ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზებები, ყველა უსინდისო შემოთავაზებაზე ჩემი მხრიდან იყო ღირსეული პასუხი. შემოთავაზებები მიმიღია ღარიბაშვილისგან, როცა ის შს მინისტრი იყო, დაცვის უფროსი ჩუბინიძისგან“,-განაცხადა ახალაიამ.
კომენტარები