“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.
“რამდენიმე წუთის წინ კიევში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინის მთავრობის შემდგომი ნაბიჯები.
არ არის გამორიცხული საქართველოში დეპორტაციაც.
მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ და გადაუდებლად იმოქმედებს საჭიროების შესაბამისად.
არავითარი დაბნეულობა. ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდამჭერების მზადყოფნა და სიმტკიცე. წამით არ მეპარება ეჭვი ჩვენს გამარჯვებაში”-წერს წიკალური “ფეისბუქში”.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
რამდენიმე წუთის წინ კიევში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი.არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინის მთავრობის შემდგომი ნაბიჯები.არ…
Posted by Nugzar Tsiklauri on პარასკევი, 08 დეკემბერი, 2017
კომენტარები