უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც ტიმოშენკომ განაცადა, პრეზიდენტი პოროშენკო იანუკოვიჩის შეცდომებს იმეორებს.
„უკრაინის პრეზიდენტს მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი და არ დაუშვას იგივე შეცდომები, რასაც ვიქტორ იანუკოვიჩი უშვებდა,“- განაცხადა ტიმოშენკო. სწორედ იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას დააკავეს და პატიმრობაში ჰყავდათ იულია ტიმოშენკო.
კომენტარები