დიდთოვლობის გამო ხულოს რაიონის 43, შუახევის – 28 და ქედას 1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იქ თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. უამინდობის გამო, რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ნალექი ქვეყნის მასშტაბით 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღეს, დასავლეთ სქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნდება ნალექი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ნალექი მოსალოდნელია დღის პირველ ნახევარში, დღის მეორე ნახევრიდან დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ქარი და როგორც დედაქალაქში, ასევე კახეთის რეგიონში ნალექი შეწყდება“,-განაცხადა დოდო გვაზავამ.
კომენტარები