NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

08 დეკ 2017 ახალი ამბები, სპორტი 479 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ საგანგებო განმარტება გააკეთა ფედერაციის პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატის შიო ხეცურიანის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც  ეროვნული ფედერაციასა და შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეხებოდა. გაბრიჩიძის განცხადებას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ფედერაცია აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში არსებულ მის წევრ ყველა რეგიონულ ფედერაციასთან 2017 წლის აპრილიდან. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში და მისი ამოქმედება დაიწყო შეასაბამისი ფინანსური სახსრების გარანტირებული უზრუნველყოფის შემდეგ. ხელშეკრულებებში გაწერილია, რომ რეგიონული ფედერაციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის არანაკლებ 70 პროცენტისა უდა მოხმარდეს რეგიონში ბავშვთა კალათბურთის განვითარებას, დანარჩენი – ადმინისტრაციულ ხარჯებს. ამის მიზეზია ის, რომ რეგიონული ფედერაციები ვერ იძიებენ სათანადო სახსრებს, რათა საკმარისი რაოდენობით ჩაატარონ  ბავშვთა საკალათბურთო ღონისძიებები.

ხეცურიანის მიერ გაკეთებული ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული განცხადება არის მცდელობა, რომ გადაიფაროს ის სიყალბე და ძალადობა, რომელიც მისმა აქტიურმა მხარდამჭერმა და თანამზრახველმა ზვიად ბაბიაშვილმა ცოტა ხნის წინ ჩაიდინა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის არჩევნების დროს. ბაბიაშვილმა ძალადობის გზით და ყოველგვარი იურიდიული ნორმების დარღვევებით მიიტაცა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის თანამდებობა. თუმცა, აღნიშული ორგანიზაციის  ყოველგვარი იურიდიული და ზნეობრივი ნორმების დარღვევებით შეცვლილი პრეზიდენტის იოსებ ხაჩიურის საჩივრის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ზვიად ბაბიაშვილს შეუჩერდა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის უფლებამოსილება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს 2017 წლის 11 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას სამართლიან და ადეკვატურ გარემოში“.- აცხადებს მიხეილ გაბრიჩიძე.

 

კომენტარები

კალათბურთი მიხეილ გაბრიჩიძე ფედერაცია შიო ხეცურიანი 2017-12-08
Tags კალათბურთი მიხეილ გაბრიჩიძე ფედერაცია შიო ხეცურიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრეზიდენტმა პოლიციელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

შემდეგი სტატია

პრემიერი: დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა

მსგავსი სტატიები

შსს-ს განცხადება გომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით

შსს-ს განცხადება გომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით

09 ივნ 2018

ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის მიერ დანიშნულ მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 27 ოქტ 2018
საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა

09 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge