NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძემ შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

კობახიძემ შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

08 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 155 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, შვედეთის სამეფოში იმყოფება, ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ სტოკჰოლმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ევა-ლუიზ ერლანდსონ სლორაჰთან გამართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ,  კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა.

შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. მისი განცხადებით, პროდუქტიული ვიზიტის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებსა და  ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები შვედეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ასევე, გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრები შვედეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, სახელმწიფო მდივნებთან. დღეს შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა  სტოკჰოლმის საკრებულოს თავმჯდომარესთან. ასევე, შევხვდით შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელსა და შვედეთის თვითმმართველობათა ასოციაციის ხელმძღვანელობას. ეს იყო ძალიან პროდუქტიული ვიზიტი. ვისაუბრეთ თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე. შვედეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს და ჩვენ  ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთი 2017-12-08
Tags ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გენიოსი ადამიანები, რომლებმაც იპოვეს საუკეთესო გზა ნაძვის ხის დასაცავად

შემდეგი სტატია

კურორტ გოდერძზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გადაიდო

მსგავსი სტატიები

კომიქსების სამყაროს კიდევ ერთ წარმომადგენელზე ახალ ფილმს გადაიღებენ

კომიქსების სამყაროს კიდევ ერთ წარმომადგენელზე ახალ ფილმს გადაიღებენ

30 ნოე 2017
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

12 თებ 2018

„საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა“

23 ოქტ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

  • თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

    თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

  • უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

    უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

  • პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

    პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

  • იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

    იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

  • ოპოზიციური სპექტრი გაზრდილია – ადრე „გადადექი” იყო სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით, დღეს კი გაერთიანებულია უფრო მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ

    ოპოზიციური სპექტრი გაზრდილია – ადრე „გადადექი” იყო სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით, დღეს კი გაერთიანებულია უფრო მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ

  • 27 დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში – ვაჟა ექიმის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებს “ხმის ამაღლებას” სთხოვს

    27 დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში – ვაჟა ექიმის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებს “ხმის ამაღლებას” სთხოვს

  • გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – პოლიტიკური კომპრომისი – სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება

    გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – პოლიტიკური კომპრომისი – სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება

  • 6 დეკემბერს, უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ

    6 დეკემბერს, უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ

  • ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

მოგვიწონეთ!

თბილისი
7°
scattered clouds
humidity: 56%
wind: 3m/s S
H 7 • L 6
7°
Sat
8°
Sun
11°
Mon
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge