NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კალაძე „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტად აირჩიეს

კალაძე „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტად აირჩიეს

08 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 406 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ახალ პრეზიდენტად თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს. ახლადარჩეული პრეზიდენტი ასოციაციას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კახა კალაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ  საზოგადოებას  სიტყვით მიმართა  და მხარდაჭერისთვის  მადლობა  გადაუხადა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, ვინც მხარი დამიჭირა. ძალიან  საპასუხისმგებლოა იყო თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი. ჩვენ  მნიშვნელოვანი  რეფორმები  განვახორციელეთ 2014 წლიდან მოყოლებული, თუმცა გამოწვევები და პრობლემები არსებობს, რომელთა  დასაძლევად ინტენსიური მუშაობა მოგვიწევს. უნდა  უზრუნველვყოთ  მოქალაქეთა  ჩართულობა  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რისთვისაც უნდა შეიქმნას შესაბამისი პლატფორმა და მექანიზმები. ძლიერი თვითმმართველობა  და დეცენტრალიზაცია ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლისთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია.  ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მზად ვარ,  ამ  მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეროვნულ ასამბლეაზე დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები აირჩიეს. თბილისიდან საბჭოს წევრებად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები – თამარ ტალიაშვილი და ირაკლი ნადირაძე აირჩიეს.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი საქართველოში  ევროკავშირის  ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე, საქართველოს  პარლამენტის  რეგიონული  პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი,  ევროპის საბჭოს  ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, ადგილობრივი  თვითმმართველობებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კალაძე კახა კალაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტი 2017-12-08
Tags კალაძე კახა კალაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კალაძის საქმიანობა ამ პოზიციაზე თვითმმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“

შემდეგი სტატია

„მოსწავლეების ჩანთების შემოწმება საახალწლო პიროტექნიკას უკავშირდება“

მსგავსი სტატიები

მეტისი: „რუსეთთან პარტნიორობა წარსულს ჩაბარდა“

მეტისი: „რუსეთთან პარტნიორობა წარსულს ჩაბარდა“

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018

„არავინ არ ექცევა ისე თავისი ქვეყნის ეკლესიას, როგორც საქართველოში ექცევიან ტელევიზიები“

25 დეკ 2017
„შემომწირველების მადლობელი ვარ, მაგრამ ვალდებული არა“

„შემომწირველების მადლობელი ვარ, მაგრამ ვალდებული არა“

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • “ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

    “ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

  • მნიშვნელოვანი ვიზიტია, განიხილება საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლებს

    მნიშვნელოვანი ვიზიტია, განიხილება საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლებს

  • საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

    საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

  • ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

    ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

  • საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

    საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

  • ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

    ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

  • ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

    ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

  • “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

    “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

  • გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

    გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

  • კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

    კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge