NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯანელიძის განცხადებით მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერით, ასევე ევროპაში არსებული კონფლიქტების ფარგლებში საქართველოს საკითხი ეუთო-ში აქტიურად დგას

ჯანელიძის განცხადებით მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერით, ასევე ევროპაში არსებული კონფლიქტების ფარგლებში საქართველოს საკითხი ეუთო-ში აქტიურად დგას

08 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 695 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ეუთოსმინისტრთა  საბჭოს 24-ე სხდომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროპაში არსებულ კონფლიქტებს და  შესაბამისად აქტიურად იქნა განხილული მრავალი დელეგაციის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტი,  რა დროსაც კიდევ ერთხელ მივიღეთ პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა  საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის  და კონფლიქტის მშვიდობიანი  დარეგულირების მიმართ.

მისივე განცხადებით ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ძალიან                      მნიშვნელოვანია, ესგამოიხატება ეუთო-ს აქტიური ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  პროცესში, ინციდენტებისპრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში და საქართველოს საკითხის ეუთო-ს  დღის წესრიგში მუდმივი არსებობით. ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის  აქტიურობას, რომელიც უკვე მეორე წელია ორგანიზაციისფარგლებში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას იღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ეუთო-ში საქართველოს საკითხზე ვერ ხდება კონსენსუსის მიღწევა  რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო, მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორე  წელია ორგანიზაციის ფარგლებში  გამოიკვეთა მეგობართა ჯგუფი, რომელიც აქტიურად უჭერს საქართველოს მხარს და  მათიმხრიდან მიიღება  საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი ხდება.  დღეს გაიმართა კონსულტაცია მეგობართა ჯგუფთან და  ჩვენ ველოდებით რომ,   ისევე როგორც გასულ წელს,    გაკეთდება შესაბამისი განცხადება.

მასში საუბარია  როგორც საქართველოში მიღწეულ პროგრესზე დემოკრატული განვითარებისკუთხით, ასევე განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას,   კიდევ ერთხელ გამოხატავს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”,-განაცხადა  მინისტრმა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც ასევე  არის საუბარი  საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშიც.

„ეს ვადლებულებებია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის  საერთაშორისო მოლაპარაკებებში, და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომუსაფრთხოების საერთაშორისო  მექანიზმები იქნას წარმოდგენილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაშვებული იქნასსაერთაშორისო  ორგანიზაციები, გადაიდგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის”,-განაცხადაჯანელიძემ.

საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას  საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისმიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტრთა  საბჭოს 24-ე სხდომაში, რომელიც 2017 წლის 7-8 დეკემბერს ვენაში  გაიმართა.  მიხეილ ჯანელიძე  სიტყვით  გამოვიდა პლენარულ სესიაზე დაორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს წარმომადგენლებთან  და წევრი  ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის შემადგენლობაში  შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეტი, რუმინეთი.

კომენტარები

ეუთო ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი 2017-12-08
Tags ეუთო ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ ველოდებით, რომ სახალხო დამცველი იქნება ხელისუფლების მიმართ ლოიალური“

შემდეგი სტატია

აშშ პალესტინას მოუწოდებს არ თქვას უარი მოლაპარაკებებზე

მსგავსი სტატიები

ისეთი ბედნიერი უყურებდით რომან გოცირიძეს, მეგონა, ერთ პარტიაში იყავით – ნუ გეტყობათ ასეთი რაღაცები, ცოტა თავი შეიკავეთ

ისეთი ბედნიერი უყურებდით რომან გოცირიძეს, მეგონა, ერთ პარტიაში იყავით – ნუ გეტყობათ ასეთი რაღაცები, ცოტა თავი შეიკავეთ

ირაკლი შალიკაშვილი 25 სექ 2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

18 აგვ 2017
თუ ასე ისმება საკითხი, რომ მე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს

თუ ასე ისმება საკითხი, რომ მე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს

06 თებ 2019

უახლესი ამბები

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge