რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეს მანდატურმა ელექტროშოკის აპარატი უპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ edu.aris.ge ავრცელებს.
სკოლაში სამართალდამცველების გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მანდატურმა ერთ-ერთ მოსწავლეს ჯიბეში აკრძალული ნივთი უპოვა. კერძოდ, მოსწავლეს სკოლაში ელექტროშოკის აპარატი ჰქონდა მიტანილი. სამართალდამცველები ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ.
“ჩვენი სკოლა ორცვლიანია. მანდატურის ვალდებულებაა აკონტროლოს გარე პერიმეტრი, როცა მეორე ცვლა შემოდის სკოლაში. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მან შეამჩნია, რომ მოსწავლეს ხელში ეკავა ფანრის მსგავსი, მანათობელი ნივთი, რომელიც გამოსცემდა ხმას. შემოიყვანა ეს ბავშვი თავის ოთახში, დამიძახა მე და ვთხოვე, რომ გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია. მოვიდა ადგილზე საპატრულო პოლიცია და დაამტკიცეს, რომ ეს არის ელექტროშოკის აპარატი, რომელიც იყიდება ბაზრობებზე. ამ ბავშვის მშობლებიც მოვიდნენ სკოლაში. ჩვენ გაოგნებულები ვართ მსგავსი ფაქტით”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ნატალია ჯავახიშვილმა.
კომენტარები