NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წერეთელი: ეუთო-ში ლავროვთან შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე

წერეთელი: ეუთო-ში ლავროვთან შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე

08 დეკ 2017 ახალი ამბები 385 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ფოტო: პირველი არხი

 

ეუთო-ში სერგეი ლავროვთან შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე, – ამის შესახებ პირველ არხს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა განუცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, შეხვედრაზე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.

„სხვა შეხვედრებთან ერთად, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მქონდა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ეხებოდა კონკრეტულ თემას. რუსეთთან ეუთო ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობს. რუსეთი ეუთო-ს წევრია, თუმცა მინდა ასევე გითხრათ, რომ ეუთო-ს საერთო საკითხების გარდა, ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოზე, რუსეთის მიერ იმ პრინციპების დარღვევაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც არის ჩვენს ურთიერთობებში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და ადამიანის უფლებებს. შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე. არ შემიძლია დეტალებზე ვისაუბრო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მას არ უთქვამს, რომ პრობლემები არ არის და ჩვენ არ გვიდავია ამ საკითხებზე. პრობლემები არსებობს, მაგრამ ეუთო-ს ფილოსოფიაა, რომ გვჭირდება დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა, რომ მთავარია ჰელსინკის პრინციპები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა პირველ არხთან საუბრისას.

კომენტარები

გიგი წერეთელი ეუთო სერგეი ლავროვი 2017-12-08
Tags გიგი წერეთელი ეუთო სერგეი ლავროვი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგი წერეთელი სერგეი ლავროვს შეხვდა

შემდეგი სტატია

“საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა ამერიკის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე”

მსგავსი სტატიები

ქაბულში აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა

ქაბულში აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა

27 იან 2018

ნაციონალური მოძრაობა კალაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

16 სექ 2017

„ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ გადავიდნენ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში“

21 თებ 2018

უახლესი ამბები

  • თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

    თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

  • “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

    “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

  • ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

    ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge