NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა

08 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1021 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, რუმინეთის, პოლონეთის, ლიტვის, შვედეთის, ჩეხეთის, ლატვიის და ესტონეთის მიერ ეუთო-ს 24-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით  საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაკეთდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების რიცხვს დაემატა სამი ახალი ქვეყანა-ჩეხეთი, ლატვია და ესტონეთი.

განცხადებაში მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, გამოთქმულია  საქართველოს  ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვისადმი მხარდაჭერა და დადებითადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ამ მიმართულებით.

მეგობარი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. განცხადებაში მეგობარი ქვეყნები ულოცავენ საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებას.

“ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიზანმიმართული სწრაფვის ძლიერ მხარდაჭერას და ვაფასებთ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას.

მივესალმებით საქართველოს წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციაში, ინსტიტუტების გამჭვირვალობის დონის ამაღლებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში; რითაც იგი ქმნის ძალიან პოზიტიურ მაგალითს.

ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წარმატებით, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით ჩატარებას. ჩვენ აღვნიშნავთ OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებასა და დასკვნებს და ველით საქართველოს მთავრობისგან მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნის საარჩევნო გარემო.”- აღნიშნულია განცხადებაში.

 განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ხაზგასმულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და გამოთქმულია შეშფოთება ცხინვალის რეგიონის სოფელ ერედვში ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით.

„კვლავაც შეშფოთებული ვართ, რომ გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ხაზს ვუსვამთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი ოქმისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ფუნდამენტური ნორმების შესაბამისად.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო წვრთნების გახშირებასა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის  მხრიდან სამხედრო ძალების მეტად გაძლიერებასთან დაკავშირებით. ვგმობთ გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და  ხაზს ვუსვამთ, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია”, რაც გამოიხატება ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვასა და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაში, უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის სოფელ ერედვში, ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. ეს გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური ქართული მოსახლეობის კვალის სრული გაქრობისკენ მიმართული პოლიტიკის გამოხატულება.

მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტურ უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილებს.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა.

მივესალმებით საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, მათ შორის ისეთ ცალმხრივ ნაბიჯებს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა. ასევე, მივესალმებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის მცდელობებს და მხარს ვუჭერთ ამ მიზნით, ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოსდაცვით სფეროებში კონკრეტულ პროექტებს”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის არგამოყენების ვალდებულების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში უკვე მეორეჯერ კეთდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ”-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

ეუთო მხარდაჭერა ოკუპაცია რუსეთი 2017-12-08
Tags ეუთო მხარდაჭერა ოკუპაცია რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შიო ხეცურიანი და კალათბურთი

შემდეგი სტატია

პაატა გურასპაულის კავშირმა 2012 წლიდან დღემდე ბავშვებისთვის 800-ზე მეტი თამაში ჩაატარა

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

ირაკლი შალიკაშვილი 24 აგვ 2022

გახარია: 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდაა

20 დეკ 2017
რა მუსიკასაც შეუკვეთავს „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები

რა მუსიკასაც შეუკვეთავს „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები

ირაკლი შალიკაშვილი 31 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge