NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»მთავრობის სტუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტების პაკეტი დამტკიცებულია

მთავრობის სტუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტების პაკეტი დამტკიცებულია

07 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 358 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს 86 ხმით  მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილა.

დეპუტატებმა, წარმოდგენილი კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილ დოკუმენტში პირველი მოსმენისას გამოთქმული არსებითი შენიშვნები გათვალისწინებული და ასახულია. მისი განმარტებით, კანონპროექტის თანახმად ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო, რის შესაბამისადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და სანაცვლოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკითხის განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც 99 კანონპროექტს მოიცავს, მესამე მოსმენით განიხილეს. მესამე მოსმენისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. განხილვის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

კომენტარები

მთავრობა პარლამენტი ცვლილებები 2017-12-07
Tags მთავრობა პარლამენტი ცვლილებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერკელი, მაკრონი და მეი ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

შემდეგი სტატია

მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა

მსგავსი სტატიები

საქართველო მზადაა უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში

საქართველო მზადაა უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში

ირაკლი შალიკაშვილი 30 სექ 2020
ვიოლა ფონ კრამონი: ვერ ვხვდები ოპოზიციის მოტივს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა

ვიოლა ფონ კრამონი: ვერ ვხვდები ოპოზიციის მოტივს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა

ნინო ჩხეიძე 06 თებ 2021
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხი გუნდში „არც განხილულა და არც განიხილება“

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხი გუნდში „არც განხილულა და არც განიხილება“

ირაკლი შალიკაშვილი 07 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge