NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO”-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO”-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

06 დეკ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 168 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი „UNESCO”-ს რეესტრში − იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO”-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ხელნაწერი 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება |UNESCO|-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა. ხელნაწერის ნომინაცია საქართველოს  ეროვნულმა არქივმა „UNESCO”-ს 2016 წელს წარუდგინა.

უმნიშვნელოვანესი და იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) სახარება-პალიმფსესტზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი  შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, 4 ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც.

ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი,  მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) −ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით.

ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით.

ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი,  ბერი ესტატეა.

ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„UNESCO”-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:

  1. ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა” (2013);
  2. ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015):

ანბანდიდი სახარება (IX ს.),

ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.),

ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.),

ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.),

ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი),

შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი),

შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი),

მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).

2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში „UNESCO”-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.

კომენტარები

იუნესკო პატრიარქი სახარება-პალიმფსესტი ქართული ხელნაწერი წულუკიანი 2017-12-06
Tags იუნესკო პატრიარქი სახარება-პალიმფსესტი ქართული ხელნაწერი წულუკიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის”: უკრაინაში ჟურნალისტების არშეშვების გამო რეაგირება აუცილებელია

შემდეგი სტატია

ქუმსიშვილი: ტურიზმიდან წელს ქვეყანაში ველოდებით 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს

მსგავსი სტატიები

„ღირსეული პარტნიორი თანხვედრაშია საერთაშორისო ნორმებთან, განსხვავებით იმ სწავლებებისგან, რომლებსაც ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“

„ღირსეული პარტნიორი თანხვედრაშია საერთაშორისო ნორმებთან, განსხვავებით იმ სწავლებებისგან, რომლებსაც ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“

11 აგვ 2018
„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება!

„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება!

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018
ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვა

ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვა

23 აგვ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

  • მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

    მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

  • შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

    შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

  • ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

    ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge