NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თამარ ხულორდავა რუმინეთის პარლამენტის სპეციალური ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

თამარ ხულორდავა რუმინეთის პარლამენტის სპეციალური ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

06 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 702 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუმინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ და რუმინეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ერთობლივი სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ანა ბირჩალმა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე ისაუბრეს და ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.

„საქართველოს და რუმინეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. საქართველო მუდმივად გრძნობს და ხედავს რუმინეთის მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული ინტერესების მიმართ როგორც ორმხრივი შეხვედრებისას, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში და შეხვედრებში მონაწილეობისას.

რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობისთვის ემზადება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კოორდინირებულად ვიმუშაოთ, რათა უფრო წინ წავიწიოთ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღების ცენტრში კვლავ მოვაქციოთ საქართველო და ჩვენი ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ანა ბირჩალმა თამარ ხულორდავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად 2018 წლის პირველ ნახევარში ბუქარესტში მიიწვია და გამოცდილების გაზიარების და კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ანა ბირჩალი სენატის და ქვედა პალატის სპეციალური ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც ხელმძღვანელობს რუმინეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის მოსამზადებელ საქმიანობას. კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდა.

კომენტარები

თამარ ხულორდავა რუმინეთი 2017-12-06
Tags თამარ ხულორდავა რუმინეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამშენებლო ობიექტების სია, რომლებიც მერიამ გააფრთხილა

შემდეგი სტატია

საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს

მსგავსი სტატიები

საქმე 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება, აქ მაინც დავანებოთ პოლიტიკურ ინსინუაციებს თავი

საქმე 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება, აქ მაინც დავანებოთ პოლიტიკურ ინსინუაციებს თავი

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივლ 2020
“თუ ერთობლივი ძალისხმევა არ იქნება, შეიძლება, ივანიშვილი 2030 წლამდე შეგვრჩეს და ბაყაყებივით ჭაობში ვისხდეთ”

“თუ ერთობლივი ძალისხმევა არ იქნება, შეიძლება, ივანიშვილი 2030 წლამდე შეგვრჩეს და ბაყაყებივით ჭაობში ვისხდეთ”

ნინო ჩხეიძე 21 ივლ 2020
„მინდა მოადგილეებს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ბაღების რეაბილიტაცია“

„მინდა მოადგილეებს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ბაღების რეაბილიტაცია“

20 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

  • ცაგარეიშვილი: პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ

    ცაგარეიშვილი: პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს ყურადღებას არ მივაქცევთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge