ტაილანდის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში 10 ადამიანი დაიღუპა.
ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და დაძლევის დეპარტამენტის განცხადებით, სტიქია ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილები წყლის სწრაფმა ნაკადმა გაიტაცა.
სტიქიის შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის ტაილანდის სამხრეთით ძლიერი წვიმა გრძელდება, ტერიტორიის დიდი ნაწილი დატბოლირია, ზოგიერთ ადგილას წყლის დონე 2 მეტრს აღწევს.
კომენტარები