NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შს მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

შს მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

06 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 706 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს – იან კელის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის მართვის, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერდანაშაულის, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

გიორგი გახარიამ აშშ-ს ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და რეფორმები გააცნო, რომლებიც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის დაგეგმილი. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეფორმები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის მართვა. გარდა ამისა, ასევე, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვა მიმართულებებით, მათ შორის, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის დროს, ჩვენ განვიხილეთ ის სტრუქტურული რეფორმები, რომლის განხორციელებასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვგეგმავთ. გამოვკვეთეთ აქცენტები, რა მიმართულებითაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა. ეს გახლავთ საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმები. ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა აღგვითქვეს დახმარება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვგეგმავთ, თანამშრომლობის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის აუცილებლობას ამ რეფორმების განხორციელებისა და ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

თავის მხრივ, აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას სისტემის რეფორმირების პროცესში და მიესალმება სამინისტროს მიერ დაგეგმილ ინიციატივებს.

„ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული იყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში, ამ თანამშრომლობის ფარგლები და შინაარსი კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენი ორმხრივი ინტერესია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობდეს და ქართველი ხალხის საჭიროებებს ამომწურავად პასუხობდეს. შესაბამისად, მე მზად ვარ განვაგრძო მინისტრთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით“,- განაცხადა იან კელიმ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი მაიკლ მაკმენი და ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში რაიან კოენიგი.

კომენტარები

ამერიკის ელჩი გიორგი გახარია შს მინისტრი 2017-12-06
Tags ამერიკის ელჩი გიორგი გახარია შს მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საია-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

შემდეგი სტატია

კოლუმბიაში, შახტის აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი უკვალოდ გაქრა

მსგავსი სტატიები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს შესაძლოა, 8 მოსამართლე უვადოდ გაამწესოს

14 თებ 2019
პრემიერმა პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურები წარუდგინა

პრემიერმა პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურები წარუდგინა

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივნ 2019
მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გაუფორმდებათ

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გაუფორმდებათ

08 სექ 2017

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge