ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.გ. ერთხმად ცნო დამნაშავედსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე მკვლელობის იარაღი – დანა, რომელზეცმოკლულის სისხლი და ბრალდებულის დნმ-ი აღმოჩნდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს, საღამოს საათებში თ.გ.-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში შელაპარაკების დროს სტუმარს რ.ქ.-სგულმკერდის არეში დანა დაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად რ.ქ. ადგილზე გარდაიცვალა.
თ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედდა ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კომენტარები