სულ უფრო ნათეელი ხდება, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს უკრაინაში “იმ ადამიანებს არ დაუჭირეს მხარი, ვინც საჭირო იყო”, წერს Bloomberg მიმომხილველი, ლეონიდ ბერშიდსკი.
მისი აზრით, პრეზიდენტი პოროშენკო, რომელიც ცდილობს რა საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას, “უყურადღებოდ ტოვებს” ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს. პოსტ-რევოლუციური უკრაინის ხელისუფლების ყველაზე აქტიური დასავლელი მხარდამჭერებიც მიხვდნენ, რომ პოროშენკოსთან “რაღაც ისე არ არის”.
პეტრო პოროშენკოს, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დიდი ხნის განმავლობაში იყო, უფრო გამოცდილის იმიჯი ჰქონდა, ვიდრე მის წინამორბედს – ვიქტორ იანუკოვიჩს.
პოროშენკომ და მისმა პირველმა პრემიერმა, არსენი იაცენიუკმა იცოდნენ “რისი მოსმენა სურდათ” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს უკრაინის საკითხებში სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო.
აშშ-მა და მასთან ერთად, ევროკავშირმა მხარი დაუჭირეს პოროშენკოსა და იაცენიუკს როგორც უკრაინის მომავალ ლიდერებს. ამ მხარდაჭერისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაპირებებით, მათ არჩევნები მოიგეს. ისინი თავს აჩვენებდნენ, როგორც “დასავლელები”, რომლებიც უკრაინას ევროპის ნაწილად აქცევდნენ. თუმცა, მათი დღის წესრიგი ბევრად “მერკანტილური” აღმოჩნდა.
იმ პერიოდში, როცა უკრაინას ძალიან სჭირდებოდა დასავლეთის დახმარება, პოროშენკო და მისი პოლიტიკური მომხრეები იცავდნენ იმ პირობებს, რომელიც მათ დასავლეთმა წამოუყენა.
კერძოდ, პარლამენტმა დაამტკიცა კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური პროკურორის თანამდებობდა, ასევე შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თანდათანობით ნათელი გახდა რომ პროკურორსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შეეძლოთ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება და ასობით საქმის გამოძიება, მაგრამ მათთვის ძნელია ბრალდების წარდგენა, რადგან სასამართლო სისტემა საჭიროებს რეფორმებს.
ამერიკელმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას მოთხოვეს შეექმნა სპეციალური ანტიკორუფციული სასამართლო, მაგრამ ამ იდეით აღფრთოვანებული არ იყო პოროშენკო. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ასეთი ინსტიტუტი თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.
ამასთან, გენპროკურორმა იური ლუცენკომ, პოროშენკოს უახლოესმა მოკავშირემ, დაიწყო ღია ბრძოლა ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ.
ამ დაპირისპირებაში, აშშ ღიად უჭერს მხარს ანტიკორუფციულ ბიუროს, მიაჩნია სტატიის ავტორს.
“უკრაინისათვის შეუსაბამოა იბრძოლოს საკუთარი სხეულისათვის დონბასში, თუ ის კარგავს საკუთარ სულს კორუფციისაგან,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა.
სავარაუდოდ, პოროშენკოს სხვა გეგმები აქვს, აღნიშნავს Bloomberg-ის მიმომხილველი.
წელს უკრაინამ სსფ-მ 270 მილიონით მეტი დოლარი დააბრუნა, ვიდრე მისგან ჰქონდა მიღებული. სახელმწიფო ბიუჯეტი სტაბილურია “მოკრძალებული” ეკონომიკური ზრდის გამო. ამავდროულად, დასავლეთის პოზიცია აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით “გაყინულია”.
უფრო მეტი შანსია, ვიდრე ოდესმე, რომ აშშ-მ უკრაინა ლეტალური იარაღით უზრუნველყოფს. პოროშენკომ ეტყობა დაასკვნა, რომ დასავლეთი მას მხარს მუდმივად დაუჭერს თუ ის ანტირუსული პოზიციის დაკავებას გააგრძელებს.
ამასთან, მას შეუძლია ქვეყნის შიგნით იმოქმედოს ისე, როგორც ძველი გამოცდილების სხვა უკრაინელმა პოლიტიკოსმა, რომლისთვისაც ხელისუფლებას, ფულსა და მკაცრ ძალაუფლებას შორის საზღვრები “წაშლილია”.
პოროშენკოს მკაცრი ქმედებები, მოწინააღმდეგის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ, მიუთითებს იმას, რომ პოროშენკო შეიძლება იყოს ისეთივე “დაუნდობელი”, როგორც იანუკოვიჩი.
სააკაშვილის ირგვლივ, ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, პოსტ-რევოლუციური უკრაინის მთავრობის ყველაზე აქტიური დასავლელი მომხრეებიც იძულებული გახადა მიმხვდარიყვნენ, რომ პოროშენკოსთან “რაღაც კარგად ვერ არის”, მიაჩნია ლეონიდ ბერშიდსკის.
თუმცა, პოროშენკო ვერაფერს მიაღწევდა და ვერ დაიცავდა გაუმჭირვალე, კორუმპირებულ, პოლიტიკურად ჩამორჩენილ უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.
თუ უკრაინელები თავიანთ აპათიას მოიშორებენ და იანუკოვიჩის მსგავსად იგივეს გაუკეთებენ პოროშენკოს, ეს შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს.
რთულია იპოვო უკრაინაში ახალგაზრდა, პრინციპული, ევროპაზე ორიენტრებული პოლიტიკოსი, თუმცა ისინი არსებობენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლელ პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს მოუწევთ გააგრძელონ გაოცება, თუ როგორ ჰგავს იანუკოვიჩს ძველი ელიტის კიდევ ერთი წარმომადგენელი, წერს Bloomberg მიმომხილველი ლეონიდ ბერშიდსკი.
კომენტარები