ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გუშინ ჩაბარებული ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმეთა ნაწილმა გამოძიებას რეალური ფაქტები დაუმალა. ტარიელ კაკაბაძე მოწმეების ხელახლა დაკითხვას ითხოვს.
„არსებობენ მოწმეები, რომლებიც სავარაუდოდ, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, ვიფიქროთ, რომ არ არიან გულწრფელები და დეტალურ ჩვენებას არ აძლევენ გამოძიებას. როდესაც მივიღებთ მტკიცებულებას, რომ კონკრეტულმა სხვა პირმაც ჩაიდინა დანაშაული, სავარაუდოდ ის სხვა პირიც მიეცემა პასუხისგებაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის დასკვნები, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა სხვა იარაღიც ფიგურირებდეს. მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ისეთი დაზიანებები აქვს გარდაცვლილს მიყენებული, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ადამიანი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო, ყველა ამ ჭრილობას ვერ მიაყენებდა. თვითონ ისიც ამბობს, რომ მან მხოლოდ ერთხელ მოიქნია დანა და რომ მას ეს ჭრილობები არ მიუყენებია.
თუ დადგინდება, რომ ამ ადამიანმა მიაყენა ჭრილობები, დაისაჯოს ეს ადამიანი, ჩვენ თანახმა ვართ, თუ დადგინდება, რომ სხვამ მიაყენა, უნდა დაისაჯოს სხვა ადამიანი. ჩვენ არ გვსურს ვიღაცამ ხელი შეაწმინდოს ვიღაცას. ზუსტი სია არ გვაქვს, ვის თავიდან დაკითხვასაც მოვითხოვთ, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, საგამოძიებო ორგანო სავარაუდოდ აპირებს ვიღაცების კვლავ დაკითხვას“,-განაცხადა კაკაბაძემ.
კომენტარები