NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ უკვე საკუთარ პრობლემადაც აქცია“

„სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ უკვე საკუთარ პრობლემადაც აქცია“

05 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 828 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მცდარი გადაწყვეტილებებით უკვე საკუთარ პრობლემადაც აქცია და საქართველოსთვისაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეს პრობლემა“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, ის რაც საქართველოს ექსპრეზიდენტის ირგვლივ ხდება, პირველ რიგში უკრაინისთვისაა დამაზარალებელი.

„რაც დღეს ხდება, ეს პირველ რიგში უკრაინისთვისაა ძალიან დამაზარალებელი. ეს უნდა გაეთვალისწინებინა უკრაინას, თუმცა მათ არც ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს თავის დროზე და ახლა მივიღეთ ის ვითარება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის კარგი უკრაინისთვის. ხოლო რაც უკრაინისთვის არ არის კარგი, ის არც საქართველოსთვისაა კარგი ზოგადად.

რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის კარგიც და ცუდიც, არის საქართველოს პრობლემა. ამიტომ, როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანას მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება, სამართალ დამცავ ორგანოებს, თუ მოხდება მისი ექსტრადირება. მაგრამ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, საკუთარ თავსაც დესტრუქციული მიმართულებით იყენებს. რაც თავის მხრივ სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან მისი გამოყენების ცდუნების საფუძველს იძლევა.

მე არ მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ამ დაღით იყოს დასმული კიდევ ბევრი წელი – დაპირისპირება ყოფილ და დღევანდელ ლიდერებს შორის.

და ჩვენ ამას, ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“, – აცხადებს უსუფაშვილი.

კომენტარები

დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილი საქართველო უკრაინა 2017-12-05
Tags დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილი საქართველო უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“უკრაინის ხელისუფლებამ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის  ფუნდამენტური უფლებების დარღვევა”

შემდეგი სტატია

13 სურათი, რომელიც ავსტრიას შეგაყვარებთ

მსგავსი სტატიები

ივანიშვილისთვის სამყარო იყოფა მასსა და სააკაშვილს შორის, ეს არის ორი ტიტანის ბრძოლა – დავით ზურაბიშვილი

16 ნოე 2018
გიგი წერეთელი: „ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეუთოს სათანადო რეაგირება ექნება”

გიგი წერეთელი: „ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეუთოს სათანადო რეაგირება ექნება”

27 თებ 2018
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

08 იან 2018

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge