უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას РБК-Украина უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსნებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში დააკავეს. მოგვიანებით, კი სააკაშვილის მომხრეებმა მისი პოლიციის ავტომობილიდან გადმოყვანა შეძლეს. გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილმა მომხრეებს მოუწოდა, რომ გადაენაცვლათ რადას შენობასთან და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოეთხოვათ.
კომენტარები