NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის წარსულია“

„სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის წარსულია“

05 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 583 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მიხეილ სააკაშვილი აქტუალური არ არის ქართული პოლიტიკისთვის. ის ქართული პოლიტიკისთვის წარსულია. ის აღარც არის ამ ქვეყნის მოქალაქე. ამჟამად ის აქტიურობს უკრაინაში და მოქალაქეობის შენარჩუნებას ცდილობს“, – ამის შესახებ განცხადება „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის როლს უკრაინის პოლიტიკაში არც უკრაინელი ლიბერალები აფასებენ დადებითად.

„ქართველი „რესპუბლიკელების“ პარტნიორები ევროპულ-ლიბერალურ ოჯახში და ასევე ლიბერალ-ინტერნაციონალში უკრაინული პარტიის ხელმძღვანელები სააკაშვილის როლს უკრაინის პოლიტიკაში პოზიტიურად არ აფასებენ. ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ და დავეყრდნოთ ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური პარტიის – უკრაინელი ლიბერალების ამ შეფასებას, რომ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში არ ემსახურება დემოკრატიის გაძლიერებას უკრაინაში.

რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტებს, სააკაშვილის დაკავების მცდელობასთან და მისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით, ამას მე არ გამოვრიცხავ. ეს საქმე მხოლოდ სამართლებრივია და ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება? სააკაშვილს უკრაინის გენერალური პროკურორი, მისი ყოფილი თავგადაკლული დამცველი იური ლუცენკო ბრალს დებს, სწორედ იანუკოვიჩის წარმომადგენლებთან ფინანსურ გარიგებაში, სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომ პროკურატურა სასამართლოში აპირებს, სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში გამიჭირდება იმის თქმა, რომ პოლიტიკური მოტივაციისგან სრულად დაცლილია უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება. საკმაოდ საფუძვლიანია ეჭვები, რომ მხოლოდ სამართლებრივი არ არის ეჭვები სააკაშვილის მიმართ უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება. ამ დაკავების მცდელობას პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები

დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილი რესპუბლიკელები 2017-12-05
Tags დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილი რესპუბლიკელები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დეცენტრალიზაციისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და საკითხის სწორი გააზრება – ვფიქრობთ, ორივე მიმართულებით გვაქვს რესურსი“

შემდეგი სტატია

“უკრაინის ხელისუფლებამ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის  ფუნდამენტური უფლებების დარღვევა”

მსგავსი სტატიები

„გაიზრდება ტარიფები, რაც სავსებით ნორმალური და მოსალოდნელი იქნება“

25 ოქტ 2017
„მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“

„მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“

02 მაი 2018
რ2: „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

რ2: „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

18 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge