მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები და ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა გახდა ბრიუსელში, 8 დეკემბერს ჩანიშნული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის გადადების მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“- ავრცელებს. შეხვედრას საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებთან ერთად უნდა დასწრებოდა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილმა ვიზიტი გადადო. საბჭოს სხდომა სავარაუდოდ იანვარში ჩატარდება, ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახლი კაბინეტი უკვე დამტკიცებული ეყოლება.
კომენტარები