უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მისი უწყება სასამართლოში სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯას მოითხოვს. მისივე ვარაუდით, სასამართლოს სხდომა ხვალ გაიმართება.
„როგორც ჩანს ხვალ ჩატარდება სასამართლო სხდომები, რომელზეც ჩვენ შუამდგომლობას დავაყენებთ დანგაძესთვის პატიმრობის მისჯაზე, რომელსაც ბრალი სახელმწიფო ღალატშიც ედება. ხოლო ბატონ სააკაშვილს ბრალი 256-ე მუხლით წარედგინება 110-ის გარეშე (სახელმწიფო ღალატი), ამიტომ დავაყენებთ შუამდგომლობას სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯის შესახებ, ელექტრონული სამაჯური“, – აცხადებს ლუცენკო
კომენტარები