რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
“ინტერესით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. კიევი, კიდევ ერთხელ გვაკვირვებს, გვაკვირვებს სააკაშვილი. ჰალსტუხის ჭამისდან სახურავზე ასვლით მან პოლიტიკაში გარკვეული გზა გაიარა. გზა ეკლიანი იყო”.
მან, ასევე, აღნიშნა რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდ მდგომარეობაშია.
“ინტერესით ვაკვირდებით სურათს. რა თქმა უნდა, ეს უკრაინის მთავარი სატკივარია. აქ, ალბათ ისეთი რამ ხდება, მტერსაც არ უსურვებ, ასე ვიტყოდი. თუმცა, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს მტრად არ მივიჩნევთ”, დასძინა ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა.
კომენტარები