ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, ის მზად არის მსგავსი მძიმე ფაქტებისგან თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა უწყებასთან ითანამშრომლოს.
„შესაბამისი უწყებები, განათლების სამინისტრო, შს სამინისტრო ამუშავებს კონკრეტულ გეგმას თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი მძიმე ფაქტები თავიდან იქნას აცილებული. თუ მე, მერიას რაიმე შეგვიძია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, რომ ასეთი უბედურებები ავიცილოთ თავიდან“,-განაცხადა კალაძემ.
კომენტარები