მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 6–8 დეკემბერს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმი.
მათივე ინფორმაციით, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავების ფორმირება.
კომენტარები