შესაძლოა, გამოიკვეთოს უამრავი პირი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ განუცხადა.
მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეში ფიგურანტი პირებიდან აღარავინ იძებნება.
„დინამიური პროცესია. ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ დანაშაულზე და არა რამდენიმე ათეული წლის წინანდელ დანაშაულზე. ბევრი ახალი ინფორმაცია და მტკციებულებები მოიპოვება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე არავინ იძებნება. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გამოიკვეთოს უამრავი პირი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.
კომენტარები