NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

02 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 1037 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის  შუამდგომლობა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ბრალდების საქმეზე. სასამართლომ  ბრალდებულ ბ.ბ.–ს  აღკვეთის ღონისძიების სახედ – პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 30 ნოემბერს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ ბინასთან დახვდა და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის 80 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდას,  წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბ.ბ. ყოფილ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე იარაღით ემუქრებოდა დასახმარებლად გამოსულ მეზობელსაც. ბრალდებული არ დაემორჩილა შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას  და  განახორციელა გასროლა ყოფილი მეუღლის მისამართით, რის შემდგომაც ასევე რამოდენიმე გასროლა განახორციელა პოლიციელთა მიმართულებით.  პატრულ ინსპექტორის საპასუხო გასროლის შედეგად კი მოხდა მისი შეჩერება და დაკავება.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძველები. ბ. ბ-ს ბრალი დაედო  სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის მცდელობისათვის, ასევე მას ბრალი დაედო მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტზე.   ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბ.ბ-ს მიმართ გამოიყენა უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მკაცრი  აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სასამართლო 2017-12-02
Tags აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მას ჰქონდა დაზიანებული ღვიძლი, ფილტვი, მუცელში შემავალი ჭრილობები, ყველა მხრიდან სისხლი იკარგებოდა“

შემდეგი სტატია

„დღეს ჩვენ ღმერთს დავემშვიდობეთ და სატანას ჩამოვართვით ხელი“

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნება” სხდომას მართავს – პარტიამ შესაძლოა, გედევან ფოფხაძის გარიცხვის საკითხზეც ისაუბროს

“ქართული ოცნება” სხდომას მართავს – პარტიამ შესაძლოა, გედევან ფოფხაძის გარიცხვის საკითხზეც ისაუბროს

06 თებ 2019

ვაშაძემ „ოცნებას“: რა დღეში ხართ ხალხო

28 ნოე 2018
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ჰიბრიდული ავტომობილების სრულ სერვისს სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ჰიბრიდული ავტომობილების სრულ სერვისს სთავაზობს

27 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge