ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს. ერთი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
კომენტარები