NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

02 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, სამართალი 591 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2017 წლის 1 დეკემბერს მოქალაქე ბ.ბ-ს, ყოფილი მეუღლის ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და  ამავე კოდექსის 19,3531-ე მუხლის მესამე ნაწილით.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უკვე განქორწინებულ ყოფილ მეუღლეებს ბ.ბ-ს და ნ.კ.-ს შორის სამართლებრივი დავის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, 2017 წლის 30 ნოემბერს საღამოს საათებში ბ.ბ. მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ.-ს დახვდა ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ერთერთ კორპუსში მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის  დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.   რამდენიმე წუთის განმავლობაში ბ.ბ. ნ.კ.-ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და იარაღით ემუქრებოდა ნ.კ.-ს და ამ უკანასკნელის დასახმარებლად გამოსულ მეზობლებს არ მისცა ნ.კ.-ს დახმარების საშუალება, რის გამოც მეზობელთა მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.

შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ბ.ბ-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთათვის დამორჩილება, რის საპასუხოდაც ბ.ბ-მ განახორციელა გასროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით. ბ.ბ-მ სახის მიმართულებით, დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად დაეცა უგონოდ და ბ.ბ.-მ კვლავ გააგრძელა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით გასროლა. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად ბ.ბ. დაიჭრა.

ბ.ბ. და ნ.კ გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდგომ ორივე მათგანი გამოწერეს. დაკავებული ბ.ბ. შესახლდა დროებითი მოთავსების იზოლატორში”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბ.ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე  30 ნოემბერს მოხდა. 

კომენტარები

2017-12-02
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“საგანმანათლებლო პროცესი, პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს ინსტრუმენტი ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად”

შემდეგი სტატია

ქირურგი: დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მსგავსი სტატიები

„ჩვენ ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი მმართველობის სისტემაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს“

„ჩვენ ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი მმართველობის სისტემაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს“

09 თებ 2018
სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან

სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან

30 ნოე 2017
სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge