ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბიძგები 6,3 მაგნიტუდის სიძლიერის იყო.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დიდ სიღრმეში არ იყო და ის ქალაქ ქერმანიდან 50კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ქერმანში 820 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კომენტარები