NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„მაკდონალდსმა“ საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში შემოსული თანხა, ქუთაისის აუტისტურ ცენტრს გადასცა

„მაკდონალდსმა“ საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში შემოსული თანხა, ქუთაისის აუტისტურ ცენტრს გადასცა

01 დეკ 2017 ბიზნესი 303 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მაკდონალდსი“ ყოველწლიური საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში, ქუთაისში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას — „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დაეხმარება და მთლიანად უზრუნველყოფს, როგორც ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობას, ასევე სპეციალისტების გადამზადებას A.B.A პროგრამის მიხედვით.

აქცია 1 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში სპეციალურად ამ აქციისთვის დამზადებული სუვენირები – სტიკერები, გასაღების საკიდები და ჩანთები შეეძინათ და მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში არსებული ცენტრი, იქნება სრულად აღჭურვილი საჭირო ინვენტარით, რაც იმერეთის რეგიონში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მაკდონალდსი ყოველწლიურად მართავს McHappy Days-ს კამპანიას, რომელიც გულისხმობს სხვადსხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ბავშვებისთვის გავაუმჯობესოთ გარემო და ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას“- განაცხადა „მაკდონალდსი საქართველოს“ დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

პირველ დეკემბერს, 14:30- ზე, ქუთაისში მაკდონალდსის ახალ ფილიალში დავით აღმაშენებლის მოედანზე #1 გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ წარმომადგენლები და ბენეფიციარები მშობლებთან ერთად.

2016 წელს Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსმა“ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, 2015-ში კი სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობებს.

[R]

კომენტარები

Mc Happy Days მაკდონალდსი 2017-12-01
Tags Mc Happy Days მაკდონალდსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დაჭრილი ახალგაზრდის მეორე ოპერაცია დასრულდა

შემდეგი სტატია

შავ-თეთრი ტატუები

მსგავსი სტატიები

თიბისი ბანკის ერთგული ბარათების აქცია დაიწყო

15 ნოე 2018
შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას” კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა

შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას” კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018
მამუკა ხაზარაძე: ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა …

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა …

10 მარ 2019

უახლესი ამბები

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge