„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სუს-ის მიერ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„ახლა როცა კეთილი ინებეთ და დაადასტურეთ, რასაც პრესა ერთი კვირაა გაიძახის, კითხვებს დავსვამთ – პასუხებს ცხადია არ დაველოდებით, იმიტომ რომ -არ გაქვთ, ბრიყვები ხართ!
1. ჩატაევი ფეხში დაიჭრა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს – იმ სპეცოპერაციის დროს, სადაც ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი სამხედრო ექიმი გარდაიცვალა.
დავუშვათ, რომ ის ბრალი რაც ცუდმა წინა ხელისუფლებამ წარუდგინა უსაფუძვლო იყო, ზერელედ შედგენილი და მხოლოდ ჩატაევის იზოლირების მიზანს ემსახურებოდა.
თქვენ რატომ არ დაამძიმეთ? რანაირად დაიჭრა ფეხში ის ადამიანი, თუ ტერორისტების მხარეს არ იყო და საქართველოს ხელისუფლებას ემორჩილებოდა?
თქვენ ყველა მკვლელობის გამოძიებას, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყებთ – რა გამოდის, თვითმკვლელობა თუ არ დადასტურდა – გამოძიებას წყვეტთ?
2. თუ მართლაც უდანაშაულო იყო ის კაცი და უდანაშაულო კაცს მოაგლიჯა ფეხი წინა ხელისუფლებამ – კომპენსაცია მიეცით? პროტეზის ფული მაინც გადაუხადეთ?
არა? რატომ? ხომ უდანაშაულო იყო და წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრე ხართ?
3. როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში – დადგება თუ არა საზღვარზე პასუხისმგებელი ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი? ჩემი ინფორმაციით ვინც მაგაზე პასუხს აგებს, იმ ხალხს – აწინაურებთ.
4. ამდენ ხანს ვის უთვალთვალებდით? კვირების მანძილზე თუ უთვალთვალებდით, რანაირად არ იცოდით რომ ჩატაევია? რატომ დაგჭირდათ 9 დღე ამის სათქმელად?
5. ამდენი იარაღი ამ ქვეყანაში სად იღება?
კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ ახლა ეს იყოს.
6. არალეგალურად შემოვიდაო რომ ამბობთ – რას ნიშნავს არალეგალური შემოსვლა? მართლა მიშას გათხრილი გვირაბიდან ამოძვრა? თუ ყალბი დოკუმენტებით შემოვიდა ცალხელა და ცალფეხა კაცი?“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
კომენტარები