NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

01 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 609 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის საკანონმდებლო ხელისუფლების- უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის – საკოორდინაციო საბჭო შექმნის შესახებ, რომელიც რეგიონში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმდნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – დამატებითი სახსრები და ძალისხმევა იქნეს მიმართული უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭო მზადაა იმუშაოს ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც რეგიონში არსებულ საჯარო თუ კერძო სექტორს უსაფრთხოების მიმართულებით გააძლიერებს.

„ერთ-ერთი მიმართულება იქნება საკანონმდებლო ცვლილებები არა მხოლოდ კანონებში, არამედ ნორმატიულ აქტებშიც. თუკი სადმე რაიმე ხარვეზი იქნება, ამას კონკრეტული უწყება თავისი ინიციატივით გაითვალისწინებს. ასევე გავითვალისწინებთ იმ საკოორდინაციო ცენტრის მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობით იმუშავებს და რომელიც ხელს შეუწყობს დადგინდეს თუ სად, რა სფეროში, რა მიმართულებით რა ცვლილებები არის გასატარებელი. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ რიგი საკანონმდებლო ინიციატივები იქნეს წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს მიერ. ამას მუშაობის პროცესში გავხდით საჯაროს. თუ კი გამოჩნდება, რომ რაღაც სახით კონკრეტული აღჭურვილობა გვაკლია, საკანონმდებლო ორგანოც და მთავრობაც გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საკითხმა აისახოს ბიუჯეტში, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში ამ საბიუჯეტო ცვლილებებმა შესაბამისი მხარდაჭერა ჰპოვოს” – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

კომენტარები

აჭარა აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭო შეხვედრა 2017-12-01
Tags აჭარა აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭო შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფილმ MAGDALENE- ის პირველი თრეილერი

შემდეგი სტატია

ჟირინოვსკი: ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა არ არსებობს

მსგავსი სტატიები

სააკაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50%

სააკაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50%

ნინო ჩხეიძე 17 დეკ 2020

ირაკლი კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 40 წელი მიულოცა

25 დეკ 2017
„უნდა შევისწავლოთ პირველ რიგში, როგორ აპირებს მთავრობა რესტრუქტურიზაციის შედეგად გადაანაწილოს ფუნქციები“

„უნდა შევისწავლოთ პირველ რიგში, როგორ აპირებს მთავრობა რესტრუქტურიზაციის შედეგად გადაანაწილოს ფუნქციები“

16 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge