გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე მერიის მაღალჩინოსან ოთარ აბესაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„რას ერჩით ამ ოთარ აბესაძეს?
ასეთი რა დააშავა!
ქრთამი გიკვირთ ?!
რატომ დაუნგრიეთ ცხოვრება ?!
ან მისი მეგობრები სად არიან ?! სელფებს მიქონდა აქაურობა“,-წერს კილაძე.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომრეობის შემოწმების მიზნით ექიმი გამოიძახეს. პროცესზე აბესაძემ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრის, კერძოდ ბაბუის გარდაცვალების გამო, რომელიც მასზე ნერვიულობდა, ამჟამად თავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა და ის არაადეკვატურია. მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ხვალ, ოთარ აბესაძეს გადაიყვანენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზაზე, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევა და ექსპერტიზა.
რას ერჩით ამ ოთარ აბესაძეს?ასეთი რა დააშავა!ქრთამი გიკვირთ ?!რატომ დაუნგრიეთ ცხოვრება ?!ან მისი მეგობრები სად არიან ?! სელფებს მიქონდა აქაურობა !!!!
Posted by ელისო კილაძე on ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017
კომენტარები