ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის დროს დაკავებულის ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. დაკავებულის ძმამ „რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მომხდარი უკავშირდება ქონებრივ დავას. მან ასევე განაცხადა, რომ მის ძმას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.
„ჩემი ძმა ყოფილ მეუღლესთან იყო მისული, ყოფილმა მეუღლემ ჩემ ძმას გაუყიდა სახლი წერეთელზე, გამოაგდეს სახლიდან, კაცმა ვერსად ვერ ნახა სიმართლე, არც სასამართლო, არც აღმასრულებელი, ჩვენ პროკურატურაში შეტანილი გვაქვს აფერისტობაზე სარჩელი. ოფიციალურად ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, შენახვა-ტარების უფლებით იყო ეს იარაღი“,-განაცხადა ბერიაშვილმა.
კომენტარები