NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ბატონო ბიძინა, ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყაროთ“

„ბატონო ბიძინა, ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყაროთ“

01 დეკ 2017 ახალი ამბები, სოციალური მედია 482 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი ყოფილ პრემიერმინსიტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

„ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!!!!

ბატონო ბიძინა! დიდხანს ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა თქვენთვის ეს წერილი, იმიტომ კი არა, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, სათქმელი არ მქონდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს უკვე მხცოვან დედას კიდევ ერთხელ არ წამოსვლოდა ცრემლი კაცთა უმადურობაზე, იმიტომ, რომ თქვენს ოჯახს კიდევ ერთხელ არ გაეგო იმ ბოროტების შესახებ, რომელმაც უბრალოდ ადგილი შეიცვალა და არსად არ წასულა. იმ ატეხილმა აჟიოტაჟმა თქვენ, რომ ვითომ „თბილისის“ყიდვა გინდათ და ამას მოყოლებულმა ბევრმა სხვა ბრალდებამ გადამაწყვეტინა, რომ დამეწერა ეს წერილი.

ბატონო ბიძინა! ალბათ კარგად უწყით, რომ საძაგლობაა როდესაც სიმხდალესა და სილაჩრეს მიმტევებლობით ნათლავენ. ასეთი მიმტევებლები აღმოვჩდით ჩვენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც სულ რაღაც 11-12 წლის წინ მოგეხსენებათ ეს არაფერია ისტორიისთვის პრაქტიკულად გენოციდი მოგვიწყო, ღირსება შეგვილახა, შვილები დაგვიშინა, დედები აგვიტირა და ჩვენ ვაპატიეთ, იმიტომ, რომ „მიმტევებლები ვართო“ მერე ჩვენი მიმტევებლობის გამო უნიათოები გვეძახეს და თანდათან მოუხშირეს თავის გამოყოფას, თავის გესლიანი ენაც მიაყოლეს და მთავარი იდეოლოგიც ნელ-ნელა ტელეეკრანებზე გამოიყვანეს, მერე ლანძღვასა და პროვოკაციას უმატეს „ვინცხა იმისი არ იყოს“ლაფში ამოგვსვარეს “ადგილგადანაცვლებულებმა იმავე „იდეოლოგიის“ მატარებლებმა კამპანია წამოიწყეს, ცილისწამებით აავსეს ქვეყანა და დასაყრდენად ის ხალხი გამოდგა, თქვენ, რომ ასე ენდობოდით ბატონო ბიძინა.

ბრძენკაცს უთქვამს „როგორც ზოგიერთ კაცთაგანს, ცხოველსაც ასე სჩვევია, როცა ქედმოდრეკილად ექცევი, მას ჰგონია, ჩემი ეშინიაო, თორემ რად მომეპყრობოდა პატივისცემითო“, დააშინეს ბატონო ბიძინა თქვენ ვისაც საქართველო ჩააბარეთ ისინი, ცუდ დღეში ჩაყარეს, ყოფილი ნაცები დღეს „ევროპულ დამოუკიდებელ“ კანდიდატებად ქცეულები ძირს უთხრიან მთავარ მონაპოვარს-ხალხის ნდობას.

ბატონო ბიძინა! თქვენ წახვედით პოლიტიკიდან და პოლიტიკა გარიგებად იქცა, თქვენ დაუთმეთ პოზიცია და მათ დათმეს პატიოსნება, თქვენ მოიტანეთ თავისუფლება და მათ ვერ გამოიყენეს. „ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყაროთ“, ამოსვრიან, ვერ შეიფერებენ, გათელავენ ჯაყოებისა და ლუარსაბებისაგან თუ არ გავთავისუფლდით სულ აქვე იქნებიან ჩასაფრებულნი და ისევ თვალზე ცრემლი მიადგება დედათქვენს, გული აუჩუყდება თქვენს ოჯახს და მათთან ერთად ჩვენც, ხალხს, რომელიც თქვენ გენდოთ და დღემდე ინეერციით ოცნებობს ნამდვილ სამშობლოზე, მცოდნეზე და სუფთაზე. სინდისის კარნახით რომ მოქმედებენ. ბევრ რამეს არც გეუბნებიან, გიმალავენ, ალამაზებენ და თქვენთან “შეფუთული”მოაქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, ხალხი ბრძენია და ერთ მშვენიერ დღეს გახსნის ყველაფერს და არ მინდა, რომ ეს გახსნა მტკივნეული იყოს ჩემი სამშობლოსათვის“,-წერს ოქიტაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1749026451796437&set=a.607388312626929.1073741825.100000672968811&type=3&theater

კომენტარები

ივანიშვილი ოქიტაშვილი ღორებს მარგალიტი 2017-12-01
Tags ივანიშვილი ოქიტაშვილი ღორებს მარგალიტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ინდოეთში ქარიშხლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 86 კი იძებნება

შემდეგი სტატია

„შენ არ უნდა დაიძინო აქ – you did not sleep there“

მსგავსი სტატიები

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

07 თებ 2018
სებ-მა 9 აგვისტოსთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

სებ-მა 9 აგვისტოსთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

სოსო ელისაშვილი 08 აგვ 2017
ვოლსკი: სოფლად ბავშვებს ხელში ხშირად შეამჩნევთ „ქართული ოცნების“ დროშას

ვოლსკი: სოფლად ბავშვებს ხელში ხშირად შეამჩნევთ „ქართული ოცნების“ დროშას

18 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge