მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სხდომა გადაიდო. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო პაკეტი საკმაოდ მოცულობითია და უმჯობესი იქნება განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყოს, ვინაიდან კომიტეტი დეტალურ დასკვნას ამზადებს, რომელიც მისი თქმით, უნდა იყოს სრულყოფილი.
„ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მთaვრობის მეთაურმა მიიღო, ჩემი პოზიციაც არის და ჩვენი კოლეგებისაც, რომ იყო კარგი გადაწყვეტილება მთავრობის ცვლილებების, დროული და მისი მიზანია მთავრობის კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობა, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება უფრო გონივრული, რომ ამ კვირაში დაჩქარებული წესით განხილვას სამი მოსმენით პარლამენტი სავარაუდოდ ვერც ასწრებდა, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ჩვენ ამ განხილვებს დავიწყებთ შემდეგ კვირას. უფრო მეტი დრო გვექნება, რომ ეს დასკვნები, რომლებსაც წამყვანი კომიტეტი ამზადებს და ის არის ვალდებული შეკრიბოს ყველა მოსაზრება, შენიშვნა, წინადადება, რომელიც 13-მა კომიტეტმა გამოთქვა“,-განაცხადა ბესელიამ
კომენტარები