„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი სახალხო დამცველის კანდიდატის მოსმენა პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. გიორგი ფოფხაძის განცხადებით, რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს. მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსთან“ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი წლის წინ დაიწყო, საბოლოო გადაწყვეტილება კი 48 საათის წინ მიიღო.
„ჩემი ძალისხმევით, საერთაშორისო, ადამიანის უფლებათა ლიგამ თავის დროზე 8 ქართველი პატიმარი, მათ შორის მერაბ რატიშვილი, ნორა კვიციანი პოლიტპატიმრებად აღიარა. ჩემი გავრცელებულია 26 მაისის კადრები ევროინსტიტუციებში და ცნობილი ფოტოგრაფების საქმე, ჩემი მიტანილია ევროსტრუქტურებამდე და საერთაშორისო ორგანიზაციებამდე ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, ვახტანგ მაისაიას, გურამ შარაძის, გოგიჩას, დემეს საქმეები.
მე არ მოვერიდები, დადებითად შევაფასო „ქართული ოცნების“ ხელისფლების უმთავრესი მიღწევა, დღეს საქართველოში რეალურად არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დღეს საქართველოს არ ჰყავს პოლიტპატიმრები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, დამისვამენ ამ შეკითხვას, დღეს საქართველოში არ აწამებენ პატიმრებს, არ აუპატიურებენ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რასაც მე ვაფასებ, ხოლო ჩემი სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში, მე მექნება კანონიერი და სამართლებრივი უფლება და ბერკეტები, დროული და საჭირო რეაგირება მოვახდინო და არ დავუშვა უსამართლობა ჩვენი ხალხის მიმართ“,-განაცხადა ფოფხაძემ.
კომენტარები