NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“მეუფე იაკობმა უნდა დააკონკრეტოს, ეს მისი პირადი აზრი იყო, თუ ეს იყო ეკლესიის ოფიციალური  პოზიცია”

“მეუფე იაკობმა უნდა დააკონკრეტოს, ეს მისი პირადი აზრი იყო, თუ ეს იყო ეკლესიის ოფიციალური  პოზიცია”

30 ნოე 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 744 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მეუფე იაკობის მიერ აშშ-ში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.  მეუფე იაკობის განცხადებით, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას  კითხვაზე, არის თუ არა ეს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალუირი პოზიცია დეკანოზი აცხადებს:

„ეკლესიაში ყველას თავის აზრი გააჩნია.  ერთნაირობას ვერ მოვთხოვთ ვერცერთ სასულიერო პირს და შეუძლებელია, რომ ყველა სასულიერო პირი ერთ აზრზე იყოს. ეს აზრთა სხვადასხვაობა, გარკვეულწილად, შესაძლოა, უმჯობესიც იყოს, იმიტომ, რომ ამ აზრთა სხვადასხვაობით ხანდახან მივდივართ უკეთესობისკენ. ხანდახან არც ხდება ასე.

რაც შეეხება ოფიციალური ეკლესიის პოზიციას – მისი გახმოვანების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, მის ქორეპისკოპოსს და მის მდივანს.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ მან (მეუფე იაკობმა) გაახმოვანა საპატრიარქოს პოზიცია, თუმცა კი უნდა დააკონკრეტოს ამ შემთხვევაში  – ეს მისი პირადი აზრი იყო, თუ ეს იყო ოფიციალური საქართველოს ეკლესიის პოზიცია. უნდა აკონკრეტებდეს, როდესაც ეკლესიის პოზიციას აფიქსირებს ქორეპისკოპოსი, იმიტომ, რომ ეს იურიდიული საკითხი გახლავთ.

მე მინდა, გითხრათ, ავხსნა, რა არის ეკლესიის ოფიციალური პოზიცია, იმიტომ რომ ამის შესახებ ჩვენ გვსმენია თავად პატრიარქისგან. პირველ რიგში, უნდა გითხრათ, ეკლესიის მნიშვნელობის შესახებ, ეკლესიის ფუნქცია გახლავთ ამ შემთხვევაში ხალხის მსახურება. ქართველი ხალხის მსახური გახლავთ საქართველოს ეკლესია, მისი ფუნქია სხვა არაფერია, თუ არა ხალხის მსახურება. ამიტომ, ეკლესია ემსახურება ხალხს, ხალხის ინტერესებს. ხალხის ცხონებას ემსახურება და არანაირად ეკლესიის პოზიცია არ არის, რომ  ჩვენი სასოება და იმედი არის ან ამერიკა, ან დასავლეთი ან რუსეთი ან რომელიმე, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა. ჩვენი იმედი და სასოება ყოველთვის არის უფალი. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ სტრატეგიულად, შეიძლება ვპატნიორობდეთ, ვმეგობრობდეთ, ვთანამშრომლობდეთ ეკონომიკურად, თუ პოლიტიკურად და ა. შ. სხვადასხვა ურთიერთობა გვქონდეს სხვადასხვა ქვეყანასთან. არანაირად არ ნიშნავს ეს, რომ ჩვენი სასოება, იმედი და ერთადერთი გადამრჩენელი რომელიმე ქვეყანას ვასახელებდეთ“-განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდნენ.

„მე ვფიქრობ, ჩემი აზრია და ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“- ამის შესახებ მეუფე იაკობმა „რუსთავი 2- თან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

კომენტარები

აშშ კახაბერ გოგოტიშვილი მეუფე იაკობი საპატრიარქო 2017-11-30
Tags აშშ კახაბერ გოგოტიშვილი მეუფე იაკობი საპატრიარქო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გერმანელი ფოტოგრაფის ბარათები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

შემდეგი სტატია

“თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას, გარკვეულწილად ძალადობის თანამონაწილეა”

მსგავსი სტატიები

ირაკლი სესიაშვილი: „საქართველო ნატოს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს”

ირაკლი სესიაშვილი: „საქართველო ნატოს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს”

14 ივნ 2018
გაფიცვა გრძელდება – სოციალური მუშაკები ქუთაისში აქციას მართავენ

გაფიცვა გრძელდება – სოციალური მუშაკები ქუთაისში აქციას მართავენ

ირაკლი შალიკაშვილი 27 მარ 2019
ფიდე-ს მსოფლიო თასი

ფიდე-ს მსოფლიო თასი

03 სექ 2017

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge