NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას, გარკვეულწილად ძალადობის თანამონაწილეა”

“თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას, გარკვეულწილად ძალადობის თანამონაწილეა”

30 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 932 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, დღეს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარები მოინახულეს. პრეზიდენტსა და პირველ ლედის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ის პრობლემები მოისმინეს, რომელიც ცენტრს საქმიანობის პროცესში ექმნება.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნების ფონდს შეუქმნის და სამომავლოდ, ცენტრის საჭიროებებიდან გამომდინარე მის დახმარებას გააგრძელებს.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი გაესაუბრნენ ბენეფიციარებს და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, ეროვნული ქსელი 2003 წლიდან მუშაობს და საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონულ კომიტეტსა და 6 ქვეკომიტეტს აერთიანებს. ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრის ხელმძღვანელს ნატო შავლაყაძეს საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი მრავალწლიანი წვლილის, სასარგებლო და წარმატებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ქალბატონი ნატასავით თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს.

,,ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ საქართველოში ქალებზე ძალადობა ფაქტია, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ვერანაირი თავის მოტყუება, თითქოს ეს არ ხდება ჩვენს გვერდით, ვერარანაირი განცხადებები ამას არ გადაფარავს. ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და თითოეული მოქალაქე, რომელიც ამას წყნარად უყურებს, რომელიც არ რეაგირებს, რომელსაც თავისი წვლილი, თუნდაც თანაგრძნობის სახით არ შეაქვს ამ ველურობის დათრგუნვაში, გარკვეულწილად, თანამონაწილეები ვართ იმ ტრაგიკული ისტორიების, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაკეთებდით აქცენტს და მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაძლიერებთ ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ცენტრი საკუთარ ბენეფიციარებს, სხვადასხვა ტრენინგების ფარგლებში, ახალი პროფესიის შესწავლაში ეხმარება, რომელიც შემდგომში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებასა და შვილების რჩენაში დაეხმარება.

“ცენტრში ამჟამად მიმდინარეობს ,,ქათერინგის“ კურსი, რომელსაც ცნობილი მზარეული მანუელი ხელმძღვანელობს და ბენეფიციარებს კულინარიას და მზარეულობას ასწავლის. ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ”-ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მარგველაშვილი ჩიჩუა 2017-11-30
Tags მარგველაშვილი ჩიჩუა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მეუფე იაკობმა უნდა დააკონკრეტოს, ეს მისი პირადი აზრი იყო, თუ ეს იყო ეკლესიის ოფიციალური  პოზიცია”

შემდეგი სტატია

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა

მსგავსი სტატიები

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

27 აპრ 2018
ეუთო/ოდირი – საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას – სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს

ეუთო/ოდირი – საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას – სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს

ირაკლი შალიკაშვილი 06 თებ 2020
„სამწუხაროა, რომ გამოიკვეთა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე საერთოდ არ ჰყავდა შსს-ს დაკითხული“

„სამწუხაროა, რომ გამოიკვეთა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე საერთოდ არ ჰყავდა შსს-ს დაკითხული“

27 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge