„ეს არის თქვენს მიერ დაფიქსირებულ შედეგზე, ანუ პარლამენტის არსებულ რეალობაზე კანონის მორგება, რომ კვლავ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებმა მიიღონ დაფინანსება“, – „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე შრომის კანონ-პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშილისგან პასუხს მოითხოვს.
„განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ეს არის წელიწადში 2 მილიონ შვიდასი ათასი ლარი, მაგრამ ეს არის ხელფასი. დათვლილი გაქვთ თუ არა ამ ადამიანების საავტომობილო მომსახურების ხარჯები, ახალი ავტომობილების შეძენის ხარჯები, სატელეფონო მომსახურეობის ხარჯები. დამიჯერეთ, რომ ალბათ გაორმაგდება ეს ციფრი და შეკითხვაც ამაში მდგომარეობს, რეალურად რამდენი მილიონი ლარით ვზრდით ჩვენ ბიუროკრატიის დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე? და მეორე, ძალიან მარტივი, მაგრამ ლოგიკური შეკიტხვა, თუ ფრაქციას, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად ქმნის 3 დეპუტატი, მაშინ რა ლოგიკით ვიღებთ ხუთ და მეტწევრიან ფრაქციას, იმ შესაძლებლობების მისაცემად, რომ მას ჰყავდეს მოადგილე, როგორც თანანდებობის პირი? ჩვენთვის პასუხი მარტივი. ეს არის თქვენს მიერ დაფიქსირებულ შედეგზე, ანუ პარლამენტის არსებულ რეალობაზე კანონის მორგება, რომ კვლავ ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა ისარგებლონ და მიიღონ ეს დაფინანსება. თუკი თქვენ საუბრობთ პარტიების მუშაობის ხელშეწყობაზე, თვენ საუბრობთ პარტიული საქმიანობის ადგილებზე მუშაობის ხელშეწყობაზე, მაშინ ის სამკაციანი პარტიებიც ფრაქციებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ პირველი – ჩვენ ბიუროკრატიული ხარჯის წინააღმდეგი ვართ და მეორე – რომ სწორედ ამ დანაწესით ნათლად ჩანს, რომ თქვენ მიზნად არანაირად არ გაქვთ პარტიული საქმიანობის ხელშეწყობა, რომ თქვენ მიზნად გაქვს ქართული ოცნების წარმომადგენლების საკერებულოს წევრების უზრუნველყოფა ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ ერთი – სრულოად რომ გვითხრათ მანქანებზე, სატელეფონო ხარჯის ჩათვლით რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი და მეორე – რატომ 4 10 ან მეტი არა და საიდან მოვიდა ეს 5?“ – განაცხადა აბესაძემ.
კომენტარები