საკნიდან გაყვანის ეპიზოდს რაც შეეხება, ეს მეორე ნაწილად გამოყო მე-18 მუხლის კომპონენტში დიდმა პალატამ და თქვა, რომ პატიმრის მონათხრობის უფრო სჯეროდა, რადგან ითვალისწინებდა სხვადასხვა პატიმრის მონათხრობს, რომ მათ თითქოს დაინახეს, რომ საკნიდან ღამით იქნა მერაბიშვილი გაყვანილი, ერთ-ერთ აბზაცს ცალკე უთმობს ქალბატონი ლალი მოროშკინას საჯარო განცხადებებს დიდი პალატა და ამბობს, რომ ქალბატონი წარსულში მუშაობდა სასჯელაღსრულებაში და ამიტომ მისი საჯარო განცხადებები სანდოა, მიუხედავად იმის, რომ მან გადათქვა ამის შესახებ პროკურატურაში.
ასევე სხვადასხვა განცხადებები სხვადასხვა სივრცეში და ჩვენებები განიხილა და გაიზიარა ისინი, თუმცა აქ მოხდა შემდეგი, ხმები გაიყო და რეალურად ერთმა ხმამ გადაწონა გადაწყვეტილება ამ ნაწილში და 9 მოსამართლემ 8-ის წინააღმდეგ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის ეს მონათხრობი იყო სარწმუნო. გამოძიება ჩატარდა პროკურატურის მიერ, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ახლა, როდესაც დავა დასრულდა, მე შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურას მანამდე ჩაეტარებინა ეს გამოძიება, მაგრამ როდესაც მთავარი პროკურორი, ბატონი ფარცხალაძე იყო ხელდადებული ბატონი მერაბიშვილის მიერ, ალბათ ნაკლებსავარაუდო იყო, რომ ამ პირობებში მთავარი პროკურატურა გამოძიებას ჩაატარებდა, ამიტომაც ის ჩატარდა მოგვიანებით, როდესაც გაანალიზდა, რომ შიდა მოკვლევა არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს.
ახლა უკვე ღიად შემიძლია ვთქვა, რაკი დავა დასრულებულია, მიუხედავად იმისა თუ სტრასბურგმა რა დაადგინა საკნიდან გაყვანის საკითხზე, ჩემთვის ეს, ღიად ვაცხადებ, მნიშვნელოვანი არ არის. გამოძიება ჩატარდა, გამოძიებამ დააგინა, რომ გაყვანის ფაქტი ვერ დასტურდებოდა იმ მტკიცებულებებით, რაც შეკრიბა, მაგრამ მთავარი, მე ხომ მხარე ვარ, მე ხომ მთავრობას წარმოვადგენ და წარმოვადგენ შესაბამისად სახელმწიფოს, მეც მაქვს ის, რაც იყო ჩემთვის მთავარი, ჩვენთვის მთავარი იყო, რომ სტრასბურგის სასამრთლომ თავის გადაწყვეტილებაში წერილობით და არა რაიმე ზეპირი არგუმენტის საფუძველზე დასაბუთებულად თქვა, რომ დაკავება იყო კანონიერი და არავითარი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებაზე საუბარი არ შეიძლება აქ იყოს“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები