NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„კიდევ 150-დან 200 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია გვექნება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფიდან“

„კიდევ 150-დან 200 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია გვექნება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფიდან“

29 ნოე 2017 ბიზნესი 429 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომელიც „თბილსისი აბრეშუმის გზის ფორუმს“ აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და  ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, – განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ შეიხმა ნაჰაიანმა განაცხადა თავისი ინვესტიციების გაორმაგების განზრახულობაზე. „მას დღეს საქართველოში განხორციელებული აქვს 150-დან 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებით კიდევ 150-დან 200 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია გვექნება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფიდან“, -აღნიშნა მინისტრმა.

როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა აღნიშნა, დღეს აბრეშუმის გზის ფორუმზე საინტერესო დისკუსია გაიმართა ინვესტიციებთან დაკავშირებით, ქვეყნის მიმზიდველობის მიმართულებით. „500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი იქნა წარმოდგენილი და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია დაწყებული მაღალი ტექნოლოგიებით, ისეთი როგორცაა ბლოკჩეინი, დასრულებული ჩვენი ტრადიციული მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად, ტურიზმის მიმართულება“.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მან დღეს ინვესტორებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 170 მილიონ დოლარამდეა – 2 ლოგისტიკური  ცენტრი უნდა აშენდეს, ერთი ქუთაისის  და კიდევ ერთი თბილისის მახლობლად.

„მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მზადაა, ინვესტორს გადასცეს თბილისის მახლობლად 80 ჰექტრამდე, ხოლო ქუთაისის მახლობლად 60 ჰექტრამდე ტერიტორია და ამასთან, საპარტნიორო ფონდი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ეს არის ბიზნესგარემო, საგადასახადო გარემო და ასევე ყველა ის პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და მასთან ასოცირებული პროექტები“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

აბრეშუმის გზა დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ინვესტიცია 2017-11-29
Tags აბრეშუმის გზა დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ინვესტიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საქართველოში მოლდოველი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება“

შემდეგი სტატია

„ამ ფუნქციით რომ არ ესარგებლა მთლიანად სუს-ს, ამ ფორმულირებას წინ დაერთო, რომ ეს ეხება მხოლოდ დაზვერვის სამსახურებს“

მსგავსი სტატიები

ASBIS-ი საქართველოში iPhone XS და iPhone Xs Max-ის მოწოდებას იწყებს

17 სექ 2018
“COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან – 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა”

“COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან – 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა”

ნინო ჩხეიძე 09 დეკ 2020
მაია ცქიტიშვილი: როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ …

მაია ცქიტიშვილი: როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ …

ნინო ჩხეიძე 23 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

  • მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

    მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

  • ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

    ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

  • უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

    უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge